wishlist0

რა უნდა ვიცოდეთ დვპ-ზე(მერქანბოჭკოვან) და დსპ-ზე(მერქანბურბუშელოვან ფილაზე)?

დვპ  ფურცლოვანი მასალაა. ის მიიღება ცხელი დაპრესვის შედეგად მერქნის ბოჭკოების მასიდან. ნედლეული მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადად გამოიყენება ნახერხი. მასალის საექსპლუატაციო თვისებების გასაუმჯობესებლად ნედლეულს უმატებენ გამამტკიცებელ მასალებს, სინთეთიკურ ფისსა და პარაფისს. ჩვეულებრივი დვპ-სგან ამზადებენ: ტუმბოებს, კარადებს გამოსაწევ უჯრებს და სხვა. ის გამოირჩევა დაბალი ფასით, ეკოლოგიურობით. მისი გამოყენება შესაძლებელია ავეჯის მცირე სპექტრში, რადგან ტექნოლოგია არ იძლევა უფრო სქელი ფილის დამზადების საშუალებას.  საოპერაციო თვისებების მიხედვით დსპ-ს ხარისხი დამოკიდებულია სიმკვრივეზე, ხის ნაწილაკების ფორმაზე, ზომაზე, ასევე შემკვრელის (სინთეზური ფისები, ფორლმალდეგიდის ფისები და ა.შ) რაოდენობასა და ხარისხზე.  დსპ-ს ფირფიტებში ძალიან დიდი არჩევანია:  ძალიან მცირე (350-450 კგ/მ კუბი), მცირე (450-650 კგ/მ კუბი), საშუალო (650-750 კგ/, კუბი). ერთ, სამ და ხუთ ფენოვანი ფირფიტები.  მაღალი ტენიანობის ოთახში გამოსაყენებლად რეკომენდირებული არ არის დსპ-ს ფირფიტა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალაა ოფისის მოსაწყობად, ინტერიერის გასაფორმებლად. ასევე ტიხრად გამოსაყენებლად და  სხვ. დსპ წარმოადგენს შედარებით იაფ მასალას ავეჯის დეტალების დასამზადებლად და არის ძალზედ პრაქტიკული, ფასეული ყოველდღურად მოხმარებადი ავეჯის დასამზადებლად.  დსპ-ს წარმოების დროს, არსებობს შესაბამისი ხარისხები: E1 გამოირჩევა მაღალეკოლოგიური თვისებებით, აქვს ფორმალდეგიდის ფისის ნაკლები შემცველობა, ხოლო E2 ხარისხის დსპ-ს გამოყენება აკრძალულია ბავშვების ოთახში, ასევე ავეჯის დასამზადებლად. ყველაზე ეკოლოგიური მასალებია: ავსტრიული და გერმანული დსპ.  დსპ-ს დამზადების მეთოდოლოგია-გამოირჩევა, განსხვავებული თვისებებით. ტექნოლოგია ითვალისწინებს, რომ ბოჭკოვანი დაფის ერთი მხარე იგივე დარჩეს, ხოლო მეორე დაიფაროს ლამინირებული ფისით.

460
დვპ
to-top