wishlist0

Bicycletrip: ველოსიპედებით თავგადასავალი მესტიის მთებში

სვანეთის მთების მშვენიერება მესტიას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს არის ადგილი, სადაც ბუნებრივი სილამაზე და კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთს ხვდება და სწორედ აქ დაიბადა "Bicycletrip", ველოტურების კომპანია, რომელიც მესტიის ამ სილამაზის ველოსიპედით მონახულების უპირატესობას გვთავაზობს.

"Bicycletrip"-ის ისტორია იწყება სვანეთის მთებში. ამ უნიკალური ადგილის ხედვა, შთაგონება გახდა ველოსიპედის ენთუზიასტებისთვის რომლებიც ერთ დღეს, როგორც მაღალი მწვერვალებიდან დაშვებულნი ორი ბორბლით - მესტიის სამოთხეში აღმოჩნდნენ. მათ სურდათ, რომ ეს განცდა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ასე, ბორბლებიდან ჩამოუსვლელად, შეექმნათ საშუალება, ტურისტებისთვის გაეზიარებინათ სვანეთის სილამაზე.

"Bicycletrip"-ის მთავარი ღირებულებები სამი ძირითადი პრინციპითაა გამოხატული:
1.    ჯანსაღი ცხოვრების წესი: ველოსიპედით მოგზაურობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
2.    გარემოს დაცვა: ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ბუნების შენარჩუნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია.
3.    ადგილობრივი კულტურის მხარდაჭერა: ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ კულტურას და ვახალისებთ ტურისტებს, გაეცნონ სვანეთის ისტორიას და ტრადიციებს.

"Bicycletrip"-ის განვითარება დაიწყო ბაზრის კვლევით და საჭიროებების ანალიზით. მარკეტინგულმა კვლევამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ტურისტებს სურდათ ინოვაციური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სერვისები. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ინვესტიციების მოზიდვით და მაღალი ხარისხის ველოსიპედებისა და აღჭურვილობის შეძენით, შევქმენით ტურები, რომლებიც მესტიის შემოგარენსა და ზემო სვანეთის ყველა უნიკალურ კუთხეს მოიცავს.


"Bicycletrip"-ის გუნდმა შეიმუშავა სხვადასხვა მარშრუტები, რომლებსაც სხვადასხვა სირთულის დონეები აქვთ, რათა ნებისმიერი ველოსიპედის მოყვარულისთვის იდეალური თავგადასავალი შევთავაზოთ. ველოტური ტოვებს თავისუფლებისა და თავგადასავლის შთაბეჭდილებას. ველოტურები სიხარულს და კმაყოფილებას სთავაზობს მომხმარებლებს, ხოლო მესტიის სილამაზე დამთვალიერებელს მშვიდ და ჰარმონიულ განწყობას უქმნის.


"Bicycletrip"-ის ისტორია არის ველოსიპედით მოგზაურობის, ყველგან და ყველაფერში, ბუნების და ადგილობრივი კულტურის სიყვარულის ამბავი. ჩვენ ველოდებით, რომ შეგვიერთდებით ამ დაუვიწყარ თავგადასავლებში!

293
ველომოგზაურობა
to-top