wishlist0

მესტიისა და მისი შემოგარენის განვითარება გამორჩეული ატრაქციის სახეობების დამატებით

 

1. რა არის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები მესტიისა და დანარჩენ სვანეთში, მათ შორის ABL (ჭუბერი, ხაიში, იდლიანი) თემებისთვის?

მესტიისა და სვანეთის რეგიონისთვის (მათ შორის ABL თემებისთვის, როგორიცაა ჭუბერი, ხაიში, იდლიანი) არსებობს როგორც გამოწვევები, ისე მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რაც შეიძლება გამოვიყენოთ რეგიონის განვითარებისთვის.

გამოწვევები:

  1. ინფრასტრუქტურა: საგზაო ქსელების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
  2. სეზონური ტურიზმი: იწვევს დამატებითი ატრაქციების სეზონურ ხასიათს,  ზამთრის სეზონიდან ზაფხულის სეზონამდე დიდი განსხვავებაა ტურისტების რაოდენობაში, (რაც ართულებს ბიზნესის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას).

შესაძლებლობები:

  1. სათავგადასავლო ტურიზმი: სვანეთის ბუნებრივი სიმდიდრეები, როგორიცაა მთები და ხეობები, ქმნიან შესანიშნავ შესაძლებლობებს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის განვითარებისთვის. ეს მოიცავს თხილამურობის, ჰაიკინგის და მთამსვლელობის, ველოტურიზმის განვითარებას.
  2. კულტურული ტურიზმი: სვანეთის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის ისტორიული სვანური კოშკები და ტრადიციული ეთნოსი, წარმოადგენს მიმზიდველ გარემოს ტურისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კულტურული და ისტორიული გამოცდილების მიღებით.
  3. ადგილობრივი ბიზნესების განვითარება: ტრადიციული სვანური ხელნაკეთი პროდუქტები და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამორჩეულია, სწორედ ესაა გზაა რათა ხელი შევუწყოთ კემპინგების განვითარებას საზღვრისპირა ზოლებში, რათა ველოტურიზმთან ერთად განვითარდეს საკემპინგე მიმართულებები მაღალ დონეზე, როგორიცაა (კარავში ცხოვრებით ახალი სათავგადასავლო ტურიზმის სტილის) დამკვიდრება.

სვანეთი მდიდარია ბუნებრივი, კულტურული და ეკონომიკური რესურსებით, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეგიონის მდგრადი განვითარების და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის. სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით და განვითარებით, ტურიზმის ატრაქციების ადგილობრივ ბიზნესებთან ურთიერთქმედებით ქმნის პოზიტიურ გავლენას რეგიონის განვითარებისთვის.

 

2. როგორ დაეხმარა USAID-ის გრანტი თქვენს ბიზნესს სვანეთში ტურისტული შეთავაზებების გაღრმავებაში?

USAID-ის გრანტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სვანეთში ტურისტული შეთავაზებების გაუმჯობესებაში და ბიზნესის განვითარებაში, რადგან გაჩნდა ახალი შესაძლებლობა დამატებითი ატრაქციების შეთავაზებისთვის ველოტურიზმის ჭრილში. გრანტმა უზრუნველყო საჭირო ფინანსური რესურსები, რომლებიც გამოყნებული იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ახალი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისა და ხარისხის ამაღლებისთვის.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება:

გრანტის დახმარებით შესაძლებელი გახდა ტურისტის ადგილზე დაყოვნების გაზრდისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა. ასეთი პროექტები უზრუნველყოფენ ტურისტებისთვის უკეთეს ხელმისაწვდომობას რესურსებზე და კომფორტს, რაც ზრდის რეგიონის მიმზიდველობას.

პროდუქტის განვითარება:

USAID-ის დაფინანსებამ ხელი შეუწყო ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, როგორიცაა კულტურული, ეკო და სათავგადასავლო ტურები, ეს მრავალფეროვანი შეთავაზებები იზიდავს სხვადასხვა ტიპის ტურისტებს და ხელს უწყობს სეზონური ტურიზმის გამოწვევების დაძლევას.

უნარების განვითარება:

გრანტმა ასევე საშუალება მოგვცა პროფესიული უნარების გაგვეუმჯობესებინა, იმ მიმართულებებში, რა ჭრილშიც ვპოზიციონირებთ ბაზარზე, შევისწავლეთ კიდევ უფრო კარგად მომხმარებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების ხელოვნება, სოციალური მედიაში ეფექტიანი კამპანიების  მართვა და სხვ. რაც მნიშვნელოვანი დასაყრდენი აღმოჩნდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ტრენინგები და პროგრამები სულ უფრო მეტად გვაახლოვებს ჩვენს მიზანთან, რეგიონში გამორჩეული ატრაქციები შევქმნათ მაღალ დონეზე. ეს ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ზრდის ტურისტების კმაყოფილებას და რეგიონის რეპუტაციას.

ეკონომიკური ეფექტი:

USAID-ის გრანტის მეშვეობით გაუმჯობესებული ტურისტული შეთავაზებები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მეტი ტურისტი მოიხმარს ადგილობრივ პროდუქციას და სერვისებს. შედეგად, იზრდება ადგილობრივი ბიზნესების შემოსავალი და სამუშაო ადგილების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე სვანეთის მოსახლეობისთვის.

3. როგორ იმოქმედა თქვენსმა ბიზნესმა ადგილობრივ ეკონომიკასა და სვანეთის თემებზე?

სვანეთში ჩვენი ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივ ეკონომიკასა და თემთა განვითარებაზე. ტურისტების ნაკადის ზრდა განაპირობებს ადგილობრივი სერვისების და პროდუქციის მოთხოვნის გაზრდას, რაც აძლიერებს ადგილობრივ ბიზნესებსა და ეკონომიკას. გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესის ჩართულობა თემის კულტურული ღონისძიებების თანაორგანიზებასა და მხარდაჭერაში აძლიერებს ადგილობრივ იდენტობას და ტრადიციების შენარჩუნებას. ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც დიდ სარგებელს უტოვებს როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, ჩვენი ბიზნესის საქმიანობა პოზიტიურად აისახება სვანეთის თემთა განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

4. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე სვანეთში სათავგადასავლო ტურისტული ბიზნესის წარმართვა?

სვანეთში სათავგადასავლო ტურისტული ბიზნესის წარმართვისას რამდენიმე მთავარი გამოწვევა არსებობს. პირველ რიგში, რთული რელიეფი და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა აფერხებს ტრანსპორტირებას და ტურისტების მხრიდან ჩართულობას, ახალი პოტენციალის მქონე გამორჩეულ თემში:  (ჭუბერი, ხაიში, იდლიანი). გარდა ამისა, აქ მთის ბუნებაა და ამინდიც ხშირად იცვლება, სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ საკემპინგე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ისეთი მოლაშქრეების მოზიდვა, რომლებსაც ძალზედ უყვართ თავგადასავალი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს რეგიონს. ასევე, უსაფრთხოების ზომების დაცვა და რისკების მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათავგადასავლო ტურიზმში, რაც მოითხოვს დამატებით რესურსებს და ტრენინგებს, რა ჭრილშიც ჩვენი გუნდი მუდმივად ჩართულია სიახლეების მიღებისა და გამოყენების თვალსაზრისითაც.

5. რა შესაძლებლობებს ხედავთ სათავგადასავლო ტურიზმის სექტორში ზრდისა და გაფართოებისთვის?

სვანეთში  სათავგადასავლო ტურიზმის სექტორში არსებობს მრავალი ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობა. რეგიონის უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე, როგორიცაა ულამაზესი მთები, ხეობები და მდინარეები, ქმნის იდეალურ პირობებს ახალი აქტივობების განვითარებისთვის, როგორიცაა ჰაიკინგი, მთამსვლელობა, ველომოგზაურობა, განსაკუთრებით ამ უკანასკნელისთვის უზარმაზარი აღმართის შემდეგ საკმაოდ დიდი დაღმართი მოდის, რაც ზრდის ტურისტის მხარდაჭერას, რომ სწორედ ასეთი აქტივობებით დაკავდეს მთაში. გარდა ამისა, სვანეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა ქმნის შესაძლებლობებს სათავგადასავლო გამოცდილებაში კულტურული ტურიზმის ინტეგრირებისთვის. ციფრული მარკეტინგის საშუალებები და პარტნიორობა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან შეიძლება ხელი შეუწყოს საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას და სექტორის გაფართოებას.

6. როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი მომხმარებლების უსაფრთხოებას ველო ტურების ორგანიზებისას?

ველო ტურების ორგანიზებისას მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვასრულებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს:

  1. პროფესიული ტრენინგი: ჩვენი ველოგიდები გადიან უსაფრთხოების და პირველადი დახმარების ტრენინგებს, რაც საშუალებას აძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში.
  2. აღჭურვილობის შემოწმება: რეგულარულად ვამოწმებთ ველოსიპედებს და აღჭურვილობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი უსაფრთხოა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
  3. უსაფრთხოების ინსტრუქციები: ველო ტურის დაწყებამდე, თითოეულ მონაწილეს ვაწვდით დეტალურ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და ვაცნობთ მათ ბილიკის სპეციფიკას და შესაძლო რისკებს.
  4. რისკების შეფასება: ველო ტურების წარმართვამდე წინასწარ იკვლევენ და აფასებენ რისკებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს პოტენციური საფრთხეები.

ამ მეთოდების გამოყენებით, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება და კომფორტი ველო ტურების დროს, ჩვენი გიდები აკმაყოფილებენ ველოგიდის საერთაშორისო სერტიფიკატების სტანდარტს, რომელსაც გასცემს სახელმწიფო, სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის, ჰიპო ველოსა და ccn-ის ერთობლივი პროგრამით.

7. როგორ შეიძლება სვანეთმა გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა საერთაშორისო ტურისტებისთვის?

სვანეთში მეწარმეებმა კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნონ საერთაშორისო ტურისტებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაზე, საჭიროა მეტი საინფორმაციო და მარკეტინგული რესურსების მომზადება და გავრცელება, ჩვენ ძალიან მადლიერნი, ვართ რომ USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ქვეშ მარკეტინგული მხარდაჭერა განხორციელდა და საკმაოდ დიდი პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია, ჩვენი კომპლექსის, „ველომოგზაურის“ ირგვლივ, ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სერვისების ცნობადობის ზრდას, ამ ჭრილშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, დავამზადეთ ველომოგზაურის ბარათები და ამავე დროს საინფორმაციო კატალოგები. ამ ყველაფრის პარალელურად, საჭიროა ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და პერსონალის პროფესიული უნარების ამაღლება.

8. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ბიზნესთან დაკავშირებით და როგორ გეგმავთ თქვენი სერვისების გაფართოებას?

ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმები და სერვისების გაფართოების სტრატეგია მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას:

  1. ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა: ვგეგმავთ ახალი სათავგადასავლო და კულტურული ტურების შემუშავებას, რომლებიც მოიცავს უნიკალურ გამოცდილებებს, როგორიცაა ადგილობრივი ფესტივალებსა და დღესასწაულებზე დასწრება, მონახულება, მონაწილეობა, ასევე ეკო-ტურიზმის აქტივობებში ჩართვა.
  2. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მოდერნიზაციას, მათ შორის კემპინგური მიმართულების განვითარებას და საკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ და უსაფრთხო ტურისტულ გამოცდილების მიღებას.
  3. ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია: ვგეგმავთ ციფრული პლატფორმების და აპლიკაციების გამოყენებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას, მათ შორის ონლაინ ჯავშნების და ვირტუალური მეგზურების ხელმისაწვდომობასაც.
  4. გლობალური მარკეტინგი: საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად ვგეგმავთ მარკეტინგული კამპანიების ჩატარებას, რაც მოიცავს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე მონაწილეობას და პარტნიორობას უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან.
  5. ადგილობრივი თემების ჩართულობა: ვგეგმავთ ადგილობრივი თემების ჩართვას ტურისტული პროექტების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს თემთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივი კულტურის კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გავრცელებას.

ამ სტრატეგიების განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენი ბიზნესის მდგრად განვითარებას და სვანეთის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

129
მესტიის შემოგარენში ატრაქციების განვითარება
to-top